„ევროპული სამზარეულო“- ეშტიის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
19-02-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე, განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
მათ მასწავლებლები არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, პედაგოგ ნარინე აროიანის ხელმძღვანელობით, მე-6 კლასში, ქართული ენის გაკვეთილზე ფესტივალი გაიმართა. მისი თემა იყო „ევროპული სამზარეულო“.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, საინტერესოდ ისაუბრეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს. გარდა ამისა, კერძებიც წარადგინეს და შეაფასეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს