წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასელები ​ეთნოგრაფიულ მუზეუმს სტუმრობდნენ
19-02-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების კულტურითა და ხელოვნებით დაინტერესებას. 

სწორედ ამ მიზნით, V კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებლის ქეთევან ჯიქიას, ხელმძღვანელობით, სტუმრად იმყოფებოდნენ გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმის დათვალიერების შემდეგ შედგა შემაჯამებელი გაკვეთილი საგანში: ჩვენი საქართველო, რომლის თემა იყო იმერეთი. საგნის მასწავლებელი ფიქრია გიორხელიძე გახლავთ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მუზეუმის არაჩვეულებრივი ინტერიერის ფონზე მოსწავლეებმა ისაუბრეს, იმერეთის მდებარეობის, ბუნების, დასახლების ტიპების, სამეურნეო საქმიანობის, კულტურის ძეგლებისა თუ ძველად იმერული ყოველდღიური ყოფის შესახებ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებს არც იმერეთის ქალაქები დავიწყებიათ, წაიკითხეს ლექსები წყალტუბოს, იმერეთის თუ სამშობლოს შესახებ. მუზეუმში საგანმანათლებლო-შემეცნებითი, ასევე შემოქმედებითი ვიზიტის შემდეგ მოსწავლეებს გადაეცათ სკოლის დირექტორის ხელმოწერილი სერტიფიკატები, იმის აღსანიშნავად, რომ მათ წარმატებით შეისწავლეს მშობლიური მხარე - იმერეთი.

სკოლაში, მასპინძლებს მადლობას უხდიან გულთბილი დახვედრის. 

„მადლობას ვუხდით მუზეუმის თანამშრომლებს ტრადიციულად, გულთბილი მასპინძლობისთვის წყალტუბოს სამუზეუმო გაერთიანება და მშობლებს საგანმანათლებლო აქტივობის მხარდაჭერისათვის.

ეს დღე ვფიქრობთ სამუდამოდ აღიბეჭდება პატარების გონებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203