
თბილისის N177 საჯარო სკოლას არაერთი გამორჩეული, ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა ანანო ნუსხელაძე.
ანანო მე-8ბ კლასის მოსწავლეა, ის, 10 თებერვალს, რუსთავში ჩატარებულ, სპორტულ სამეჯლისო ცეკვებში გამართულ შეჯიბრში, სახელწოდებით - ,,Art line cup”, კატეგორია - 5 dance junior 1-ში მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ ანანომ დამსახურებულად დაიკავა პირველ ადგილი და სკოლა თავისი წარმატებით ასახელა.
სკოლაში მოსწავლეს დიდი სიხარულით ულოცავენ მიღწეულ შედეგს, უსურვებენ წინსვლასა და მომავალ წარმატებას.