მატნის N1 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელთა თვალით დანახული აბსტრაქცია და კუბიზმი
19-02-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო აქტივობებსა და დავალებებს სთავაზობენ, რომლებსაც ბავშვები დიდი მონდომებით ასრულებენ.

ამჯერად, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის - ლალი ლოლაშვილის ხელმძღვანელობით, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.

მეცხრეკლასელებმა კუბისტური და აბსტრაქციული ნახატები შექმნეს, სადაც ნათლად წარმოჩინდა მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობები. მათ ხელოვნების ამ მიმდინარეობის შესახებ ნასწავლი თეორიული მასალა პრაქტიკაში შესანიშნავად გამოავლინეს და სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203