„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, რომელთაც შეცვალეს სამყარო“ - პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია
19-02-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას  მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში მოსწავლეებს საინტერესო და ინფორმაციულ აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, თემაზე - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს სამყარო“ საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა. მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ამით შეცვალეს მსოფლიო.

მათ, ასევე, ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა გამოწვევის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს.

პრეზენტაცია მოსწავლეთათვის საინტერესო, ინფორმაციული და ნაყოფიერი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პრეზენტაციები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203