„საერთო საზღვარი, შიგა და გარე არეები“ - საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
19-02-2024

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწვალეებს მუდმივად შემეცნებით, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ამჯერად, II კლასში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი გაიმართა, სახელწოდებით - „საერთო საზღვარი, შიგა და გარე არეები“, რომელსაც კლასის დამრიგებელი იზა შავგულიძე და მასწავლებელი მ.წულაია ხელმძღვანელობდნენ. 

სკოლაში თამამად აღნიშნავენ, რომ საგანთა ინტეგრირება შედგა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთათვის საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს კუთხეების პაზლებით ერთიანი საქართველოს რუკის შედგენა, კუთხეების საზღვრების, საერთო საზღვრებისა და მოსაზღვრე კუთხეების, შიდა არეებში მოქცეული ობიექტების დასახელება.

აქტივობა დაეხმარა მოსწავლეებს გაკვეთილის თემის გააზრებაში - გეომეტრიული ფიგურების საერთო საზღვრების, წვეროების, შიდა და გარე არეების დადგენაში.

განსაკუთრებით ემოციური გახლდათ, რომ დევნილის სტატუსის მქონე მოსწავლეები ინტერესით ეძებდნენ აფხაზეთის საზღვრებს, სოხუმსა და გალს, სადაც ცხოვრობდნენ მათი წინაპრები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა აღმოაჩინეს, რომ საქართველოს კუთხეებიდან იმერეთს ყველაზე მეტი ესაზღვრება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაჟღერდა ბევრი საინტერესო კითხვა და პასუხი, რაც დასტურია საინტერესო და შედეგიანი გაკვეთილისა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203