წიგნიერების დღესასწაული ახოს N1 საჯარო სკოლაში 
19-02-2024

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო ინიციატივას აქტიურად შეუერთდა და მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მერვე კლასის მოსწავლეებმა პირველი კლასის მოსწავლეებს წაუკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „მუხა“.

პატარებმა ყურადღებით მოისმინეს ნაწარმოები, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, წაიკითხეს მათთვის საინტერესო ადგილები და გააკეთეს ილუსტრაციები.

პატარებს, დირექტორის ხელშეწყობით, გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.

„წარმატებებს გისურვებთ ცოდნის ფართე გზაზე, ბავშვებო!“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

​წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203