განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები კვლავ არ თმობენ საპრიზო ადგილს - გოგონათა და ვაჟთა გუნდების წარმატება მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში
26-02-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და მიღწევებზე აისახება. 

განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები ისევ არ თმობენ საპრიზო ადგილს. აჭარის სკოლებს შორის გამართულ მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში - როგორც ვაჟებში, ისე გოგონათა შორის, ისევ საპრიზო ადგილი დაიკავეს.

მოსწავლეთა მასწავლებელი რომან ცეცხლაძე გახლავთ, რომელიც ახალგაზრდების ფიზიკურ განვითარებასა და მათი სპორტით დაინტერესებაზე დაუღალავად ზრუნავს. 

სკოლაში მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს გამარჯვებას ულოცავენ. 

„ვულოცავთ, რომან მასწავლებელს (რომან ცეცხლაძე) და ჩვენი სკოლის გუნდებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203