განძის N2 სკოლის დირექტორმა - სარკის დურგარიანმა მოსწავლე-მასწავლებლებს მიღწეული წარმატებებისთვის დიპლომები გადასცა
19-02-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის დირექტორი სარკის დურგარიანი სასკოლო გარემოს განვითარებაზე, მოსწავლეთა და მასწავლებელთა მოტივირებაზე ზრუნავს. 

ამის დასტურია ისიც, რომ მან მასწავლებლებს - ვ. თევანიანსა და ნ.კანანიანს წარმატებული საქმიანობისა და სხვადასხვა სფეროში არსებული დიდი წვლილისთვის, სერტიფიკატები გადასცა. 

გარდა ამისა, მან მოსწავლეებიც დააჯილდოვა. კერძოდ, მათ საგნებში - ხელოვნება, სამოქალაქო განათლება და ისტორია, მიღწეული წარმატებისთვის დიპლომები გადასცა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სამოქალაქო განათლების მიმართულებით გამართული მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობისა და გამარჯვებისთვის დაჯილდოვდნენ მოსწავლეები - სუსანნა დურგარიანი, აღუნიკ სირაკანიანი და ალინა წარუკიანი. 

გარდა ამისა, გეღეციკ ლულუკიანს ისტორიის სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობისა და მე-2 ეტაპის წარმატებით დასრულებისთვის  დიპლომი გადაეცა. ასევე, სირანუშ წარუკიანი, ვიკტორია ბადალიანი, ჰაკობ ღარიბიანი, ასევე ლევონი და კარენ სირაკანიანი რეგიონულ კონკურსში - „თოვლის ქანდაკებები“ მონაწილეობისა და საპატიო მე-2 ადგილი დაკავებისთვის დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203