
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში მუზეუმს უმასპინძლეს.
აჭარის მუზეუმის პროექტის - „მუზეუმი სტუმრად სკოლაში“ ფარგლებში, სკოლაში ფოტოგამოფენა მოეწყო.
პროექტით მოსწავლეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, სკოლაში, მუზეუმის პროფესიონალი გიდისგან მოესმინათ ინფორმაცია, გაეფართოებინათ თვალსაწიერი აჭარის მუზეუმებში დაცული ექსპონატების, საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამების შესახებ და დაეთვალიერებინათ ფოტოგამოფენა.
პროექტი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა და მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.