
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა წახალისებას იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესითა და გაუღვივდეთ ინტერესი სპორტის მიმართ, დიდი ყურადღება ეთმობა.
აღსანიშნავია, რომ ქედის მუნიციპალიტეტი სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში - „რეგიონალური თამაშები“, აქტიურადაა ჩართული.
აჭარის რეგიონალური თამაშები მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ, ქედის გუნდმა გაიმარჯვა.
I ადგილი - სოფელი ვაიოს საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა დაიმსახურა;
II ადგილი - სოფელი ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე გასული გუნდი ქუთაისში, ოლიმპიადის მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას.
სკოლა ამაყია მოსწავლეთა მიღწევით. სასკოლო საზოგადოება მათ წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.