ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე 
19-02-2024

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან. 

მოსწავლეები უკვე მე-2 წელია გარემოს მოვლისა და დაცვის მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივებს და პროექტებს ახორციელებენ. მათ კარგად ესმით, რომ პლასტმასის ნარჩენების მართვა საქართველოსთვის სერიოზული გამოწვევაა, ამიტომ მე-8 კლასის მოსწავლეებმა, პლასტმასის შეგროვებისა და ჩაბარების პროექტი წამოიწყეს.

24 იანვარს, მერვეკლასელებმა ჩაატარეს საჯარო პრეზენტაცია, სადაც გააცნეს მოსწავლეებს და მასწავლებლებს პროექტის მნიშვნელობა, გარემოზე ნარჩენების ზემოქმედება და პლასტმასის შეგროვების წესები.

„გაუფრთხილდი გარემოს“,- მოგვიწოდებენ მოსწავლეები და ეკოლოგიაზე მზრუნველობას კვლავ შემართებით აგრძელებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203