დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალურ თამაშებში წარმატებით იასპარეზეს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა სახის ღონისძიებასა და კონკურსში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, ისინი სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში, რეგიონალური თამაშებში მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და წარმატებას მიაღწიეს. კერძოდ, გოგონათა გუნდმა ბადმინტონში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო - ვაჟთა გუნდმა მე-2 . გარდა ამისა, ფეხბურთში სკოლის გოგონათა გუნდს მე-2 ადგილი ერგო.
სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ. დირექტორის მ/შ რევაზ ძირკვაძე მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„მადლობა თითოეულ მონაწილეს და მასწავლებელს - ცისანა კახაძეს...წარმატებები მომავალშიც“,- აღნიშავს დირექტორი.
იხილეთ ფოტოები: