განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება თოვლის ქანდაკებების კონკურსში
19-02-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი, აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო ღონისძიებაში ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი თოვლის ქანდაკებების კონკურსში მონაწილეობდნენ. მოსწავლეები აქტივობაში ხელოვნების პედაგოგის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ თოვლისგან ქანდაკება - ოცნება, დაამზადეს. 

მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, რაც მათ ნამუშევარზეც აისახა. შედეგად კი, კონკურსში წარმატებას მიაღწიეს და მე-2 ადგილი დაიკავეს. ისინი საჩუქრებითა და სიგელებით დაჯიდოვდნენ. გარდა ამისა, ისინი სკოლაში დააჯილდოვეს, სადაც მათი მიღწევით ხარობენ. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203