ოროჯალარის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიება 
19-02-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით კი, სასწავლო წლის განმავლობაში, სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

ამ მხრივ, წინასაახალწლო პერიოდიც დატვირთული იყო. მე-12 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ - ნარინე ჯაგაცპანიანის ხელმძღვანელობით, სოფლის კულტურის სახლის სცენაზე წარმოდგენა გამართეს. აღნიშნული ღონისძიებით მათ 2023 წელი გააცილეს. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ. მათ იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს. სადღესასწაულო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.

როგორც სკოლაში ამბობენ, ზეიმმა გულგრილი არავინ დატოვა და მაყურებლების აღტაცება გამოიწვია. ღონისძიების დასასრულს კი, თოვლის ბაბუამ ბავშვებს საჩუქრები დაურიგა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203