ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლის - გიგი აბესაძის სპორტული წარმატება
19-02-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში წარმატებით მონაწილეობენ.

მათ შორის არის VI კლასის მოსწავლე გიგი აბესაძე. მან ძიუდოს ტურნირზე იასპარეზა წარმატებით.

9-11 თებერვალს, თბილისში, ჩატარდა სალიცენზიო შეჯიბრი ძიუდოში, საქართველოს ჩემპიონატზე, სარეიტინგო ტურნირებში მონაწილეობისთვის 2012-2013 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის. 

აღნიშნულ საკვალიფიკაციო ტურნირზე სპორტული ცენტრის აღსაზრდელმა, ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლემ - გიგი აბესაძემ 46კგ. წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა. მან აღნიშნულ ტურნირზე დადებული შედეგისთვის საქართველოს ჩემპიონატზე და სარეიტინგო ტურნირებზე გამოსვლის ლიცენზია მოიპოვა (მწვრთნელები - გრიგოლ სოფრომაძე და ირაკლი მერკვილაძე, დამრიგებელი - ლოლა ტოფაძე).

სკოლა მოსწავლეს ამ წარმატებას ულოცავს და უსურვებს გამარჯვებას შემდეგ ეტაპზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203