ცხემლისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბაღის აღსაზრდელები წიგნებით დაასაჩუქრეს
19-02-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში წიგნის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, მოსწავლეებმა წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს. სკოლის მკითხველთა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები ამ დღესთან დაკავშირებით, ცხემლისხიდის საბავშვო ბაღს ესტუმრნენ. მათ პატარებს საჩუქრად წიგნები გადასცეს და საინტერესო ზღაპრები წაუკითხეს.

ბავშვები მოსწავლეებს დიდი ინტერესითა და ყურადღებით უსმენდნენ. ამ სტუმრობამ როგორც სტუმრებს, ასევე მასპინძლებს განწყობა კიდე უფრო აუმაღლა.

აქტივობამ ბაღის აღსაზრდელებს წიგნის კითხვის მიმართ ინტერესი გაუღვივა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203