ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების გაკვეთილი კოლხეთის ეროვნულ პარკში ჩაუტარდათ
20-02-2024

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო მეთოდებს და ინოვაციურ მიდგომებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება. 

მათ შორის, სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს პროექტებით სწავლება. 

„საკლასო ოთახიდან გასული გაკვეთილების“ ფარგლებში, სამოქალაქო განათლებაში, პროექტული სწავლების ფარგლებში, პედაგოგ მაკა ბულუხიას ხელმძღვანელობით, მე-10 კლასის მოსწავლეებს გაკვეთილი კოლხეთის ეროვნულ პარკში ჩაუტარდათ.

მოსწავლეებს ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი მანანა ჩიქოვანი გადამფრენი ფრინველებისთვის კოლხეთის ეროვნული პარკის მნიშვნელობაზე ესაუბრა. სპეციალისტმა მოსწავლეთა კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. ბავშვებმა ბევრი ახალი შეიტყვეს და შეიმეცნეს. შეხვედრის ბოლოს კი დადგეს ხელოვნური ბუდეები პარკის სპეციალისტებთან ერთად.

„პროექტებით სწავლება სახალისოა“,- აღნიშნავენ შთამბეჭდავი გაკვეთილით აღფრთოვანებული მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203