ფოთის N7 საჯარო სკოლაში ქართული ფილმის ჩვენება-განხილვა მოეწყო
19-02-2024

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. მოსწავლეებს პედაგოგები მრავალმხრივი განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, V-VIII კლასების მოსწავლეთათვის ქართული მხატვრული ფილმის - „სუფთა დაფა“ ჩვენება-განხილვა მოეწყო. 

მოსწავლეებმა ფილმს დიდი ინტერესითა და ყურადღებით უყურეს. მის შესახებ თავიანთი მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს და საინტერესო დისკუსია მოაწყვეს.

აქტივობაში ბავშვები ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის და მათი თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203