ფოთის N7 საჯარო სკოლაში მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა 
19-02-2024

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ დღეს სკოლის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის წევრმა პედაგოგებმა - ლელა ხორავამ, მაყვალა მესხმა და ინგა შენგელიამ ღონისძიება მიუძღვნეს, რომლის ფარგლებში, VIII-XI კლასების მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს. პრეზენტაციები ეხებოდა, ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის სფეროში ქართველ და უცხოელ მეცნიერ ქალთა მიღწევებს.

ბავშვებმა მათ შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს.

ღონისძიების მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გარდა მოზარდთა ცნობიერების ამაღლებისა, სკოლის მოზარდ/გოგონათა წახალისება და საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია იყო.

11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნის მთავარ მიზანს მეცნიერი ქალების წახალისება და თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203