
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა.
მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით აუდიტორიის წინაშე წარადგინეს მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი ქალების ბიოგრაფია და ისაუბრეს მათ მიღწევებსა და დამსახურებაზე.
მომხსენებლები იყვნენ - ანა კალანდაძე, ლიზი კალანდაძე და ელენე რუხაძე, პედაგოგი კი, ზურაბ სიხარულიძე.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა შემეცნებითი, ინტერაქციული და საინტერესო იყო, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის.
იხილეთ ფოტოები: