გურიფულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს
19-02-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო ინიციატივას აქტიურად შეუერთდა და მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა. 

ll, lll, lV კლასის მოსწავლეები სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ გაერთიანდნენ და წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

მოწაფეებმა წიგნებიდან შერჩეული ეპიზოდები წაიკითხეს, ისაუბრეს ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობაზე. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო კითხვის პოპულარიზაცია, რასაც მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი. 

​წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203