ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს
19-02-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო ინიციატივას აქტიურად შეუერთდა და მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა. 

მოსწავლეები სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ გაერთიანდნენ და წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, I, II, III, IV,V კლასის მოსწავლეები ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. 

მოწაფეებმა წაიკითხეს წიგნები, ისაუბრეს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე, გამართეს პრეზენტაციები, მოაწყვეს ინსცენირებები. ღონსძიებით კი, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოუწოდეს სხვა მოსწავლეებს, რომ აუციელებელია წიგნების კითხვა რათა გავამდიდროთ, განვანათლოთ გონება...

​წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203