პატარა ფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალურ სპორტულ თამაშებში პირველი ადგილი დაიკავეს
19-02-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მოსწავლეებში სპორტისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

ამჯერად, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებულ მუნიციპალურ თამაშებში: მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები) და გეზრბენი (ვაჟები), მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს.

გუნდებმა, მეტოქეებს ღორსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და დამსახურებული პირველი ადგილი დაიკავეს.

სკოლა ამაყია მოსწავლეთა შედეგებით, მათ წინსვლასა და წარმატებას უსურვებს. 

„ვულოცავთ ორივე გუნდს გამარჯვებას, მომავალშიც ვუსურვებთ წარმატებებს რეგიონულ თამაშებში, ბევრჯერ გესახელებინოთ ჩვენი სკოლა!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203