პატარა ფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ინტელექტუალურ თამაშში შეერკინნენ
19-02-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლაში, ისტორიული თარიღები ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება, გამონაკლისი არც დავით აღმაშენებლის ხსენების დღე ყოფილა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, ისტორიის მასწავლებლის დავით ჩიქოვანის ორგანიზებული დავით ვიქტორინა - კონკურსი გაიმართა, რომელშიც VII - XI კლასის მოსწავლეები დიდი შემართებით ჩაერთნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები ხალისით მონაწილეობდნენ ვიქტორინაში და გამართეს ჯანსაღი გუნდური შეჯიბრი, თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და ერთმანეთს ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსის გამარჯვებული მე-11 კლასის გუნდი გახდა.

სკოლაში მოგებულ გუნდს ულოცავენ გამარჯვებას და ერთმანეთს წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203