გაიცანით, ახალი ხიბულის N2 სკოლის პატარა სპორტსმენები - ბარბარე და ჯანო გოგინავები, რომელთა სახელზე არაერთი მედალი და დიპლომია
19-02-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია სასკოლო საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

მათ შორის არიან - ბარბარე და ჯანო გოგინავები.​ მათ კარატეს არაერთ შეჯიბრში ისაპარეზეს წარმატებით. 

მათ შორისაა ხელვაჩაურის ღია ჩემპიონატზე ბარბარე გოგინავას ბრწყინვალე გამარჯვება, სადაც ხელვაჩაურის სასპორტო სკოლამ პირველი ადგილის დაკავებისთვის დააჯილდოვა. ასევე, ის  საქართველოს კარატეს საქველმოქმედო ტურნირშიც წარმატებით მონაწილეობდა. მას არ ჩამორჩება ჯანო გოგინავა, რომელმაც არაერთხელ იასპარეზა წარმატებით სხვადასხვა ტურნირში.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ კვლავ წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის წარმატებას მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203