სენაკის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ზღაპრის გმირები გააცოცხლეს
19-02-2024

ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის N2 საჯარო სკოლაში გარდა საგნობრივი ცოდნისა, მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, მე-4 კლასელებმა სპექტაკლი დადგეს. სკოლის მე- 4 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელ მარინე გრიგოლიას ხელმძღვანელობით ზღაპარი „ქალთამზე“ სპექტაკლად აქციეს. მოსწავლეებმა ოსტატურად მოირგეს სხვადასხვა პერსონაჟის როლი. 

სპექტაკლმა საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ სენაკის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ საინტერესო და ამასთან, სახალისო აქტივობას სთავაზობენ. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203