ნოქალაქევის საჯარო სკოლის წამყვან მასწავლებელს - შორენა კიკაბიძეს პროფესიული წინვლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა 
19-02-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწავლიან. ისინი მუდამ სიახლეებისკენ მიისწრაფვიან,  თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას კი მოსწავლეებს დიდი ენთუზიაზმით უზიარებენ.

სკოლის ერთ-ერთი ასეთი პედაგოგია წამყვანი მასწავლებელი შორენა კიკაბიძე, რომელსაც მასწავლებლის ეროვნული ცენტრისგან პროფესიული წინსვლის დამადასტურებელი - წამყვანი მასწავლებლის სერტიფიკატი გადაეცა.

​სკოლაში, როგორც გვიყვებიან, ნიჭიერი პედაგოგით ამაყობენ და მას ამ წარმატებას ულოცავენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა წინსვლას მუდამ მხარს უჭერენ და ერთმანეთის სიხარულს იზიარებენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203