კოტიანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუსიკალური პერფორმანსი დადგეს
19-02-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მათში კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, მოსწავლეებმა, სკოლის ეზოში, შთამბეჭდავი მუსიკალური პერფორმანსი - „ცნობის ფურცელი“, შეასრულეს. 

წარმოდგენა, ცნობილი ქართული მიუზიკლიდან - „ვერის უბნის მელოდიები“, იყო ინსპინირებული

მოსწავლეების დიდი მონდომებითა და სამსახიობო ოსტატობით შესრულებულმა პერფორმანსმა დამსწრეთა დიდი მოწონება და ოვაცია დაიმსახურა. 

დღე დასამახსოვრებელი, ემოციებით დატვირთული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203