ვის არ ეკუთვნის დირექტორობის გამოცდაზე გასვლა - დებულება
21-02-2024

საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის წესი ცნობილია, რომლის მიხედვითაც, სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის კანდიდატი გადის ორ ეტაპს: ტესტირებასა და გასაუბრებას.

აღსანიშნავია, რომ ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს მართვის სისტემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად; გასაუბრებაზე კი დაიშვება დირექტორობის კანდიდატი, რომელიც გადალახავს ტესტირებისათვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს (ტესტირების წარმატებით გავლა).

განათლების მინისტრის ბრძანებაში ასევე საუბარია იმაზე, თუ დირექტორობის რომელ კანდიდატებს არ ეკუთვნით ტესტირების გავლა:

ტესტირებისგან თავისუფლდება დირექტორობის კანდიდატი, რომელსაც „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის“ შესაბამისად, აქვს ამ ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისათვის მოქმედი დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203