კალის საჯარო სკოლის მოსწავლის - მარიამ მარგველანის პრეზენტაციამ საერთაშორისო სამიტზე მოწონება დაიმსახურა
16-02-2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.
ამჯერად, სკოლაში მარიამ მარგველანის წარმატებას აღნიშნავენ.
მარიამ მარგველანმა მონაწილეობა მიიღო ინგლისურენოვან, საერთაშორისო ახალგაზრდულ სამიტში. სამიტის თემა იყო - „ურთიერთობები“. მარიამის პრეზენტაციამ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტის დიდი მოწონება დაიმსახურა და სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
სკოლაში მოსწავლეს მიღწეულს ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ბევრი წარმატება მარიამს მომავალშიც, ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს