ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგებმა ჟურნალი დააფუძნეს
22-02-2024

​ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წახალისებასა და მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ ამ მიზნით, პედაგოგებმა: თამარ მურუსიძემ და ზურა ხაკიანმა დააფუძნეს სკოლის ჟურნალი, რომელში აქტიურად იბეჭდება მოსწავლეებისა თუ მასწავლებლების წარმატება. 

ჟურნალი სასკოლო საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მასწავლებლები კი ცდილობენ, რომ მხატვრული სტატიებით, ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ცხოვრება საინტერესოდ გადმოსცენ. 

სკოლა სიამაყით გვიზაიარებს, 2022-2023 სასწავლო წლის ბოლო გამოცემას. 

სტატიის ავტორი მასწავლებლები კი გახლავთ: რუსუდან ხუბუა, თამარ მურუსიძე, მარიამ იობაძე, ნაკა თუთბერიძე, სოფი მურუსიძე, ქეთი კუბლაშვილი, ნინო ბახსოლიანი, ბაი ახვლედიანი, ლალი ბეგალიშვილი, ელენე წერეთელი, თამუნა მიქაძე, ელენე კოკელაძე, ნინო დოლაბერიძე, ანჟელა კვინიკაძე, ნაკა ჭელიძე, ზურა კახიანი, გია მაღლაკელიძე და ნათია ხაზარაძე.

იხილეთ ბმული

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203