
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლას არაერთი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა თეკლა გავაშელაშვილი.
თეკლა მე -9 კლასის ფრანკოფონი მოსწავლეა, რომელიც ფრანგულენოვან ჰაკათონში - „„Jeu parle français“, მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ ჰაკათონი ჩატარდა ონლაინ, ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 2023 წლის 13-17 სექტემბერს. თეკლას კი, აქტიური მონაწილეობისათვის გადაეცა ფრანგულენოვანი სერტიფიკატი.
სკოლაში თეკლას წარმატებით ამაყობენ, მას მიღწეულ შედეგს ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო: