ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ევროპული ენების დღესთან დაკავშირებით, მისალოცი ვიდეორგოლი ჩაწერეს
22-02-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითა და შემეცნებითი ინიციატივებით მიმდინარეობს, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ერთვებიან. 

სასწავლი წლის დაწყებიდან, სკოლაში აქტიურად იმართება შემეცნებითი, შემოქმედებითი თუ სახალისო აქტივობები, მათ შორის იყო ევროპული ენების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის უცხო ენების კათედრამ, მოსწავლეებთან ერთად, ვიდეოკოლაჟი მოამზადა და ევროპულ ქვეყნებს მიულოცა.

სკოლაში, სასწავლო პროცესი ასეთივე ინტერესითა და მოსწავლეთა აქტიურობით მიმდინარეობს და კიდევ მრავალი საინტერესო აქტივობა იგეგმება. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203