ბათუმის N20 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
16-02-2024
ბათუმის N20 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი, ბეჯითი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ სასკოლო აქტივობაში მონაწილეობენ.

ამჯერად, 1-ელი კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. მათ მესამეკლასელებისგან გამოწვევა მიიღეს და სიამოვნებით ჩაერთნენ აქციაში - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“. 

პატარებმა საინტერესო ზღაპარი - „ვარდისფერი თოვლი“ მოისმინეს და მოთხრობა - „ყაყაჩო“ წაიკითხეს. მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, ყველას წიგნის კითხვისკენ მოუწოდეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203