ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
22-02-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლას არაერთი საამაყო, წარმატებული და წარჩინებული მოსწავლე ჰყავს. 

ამჯერად, სკოლა მოხარულია გაგვაცნოს მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს და დამსახურებული ჯილდოც მოიპოვეს.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გია ბასილაძემ სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს: გვანცა ონიანს, გიორგი შუკაკიძეს, დავით ჯიმშელეიშვილს, თიკო გოლეთიანს, ნია კიკვაძესა და თამარ ცეცხლაძეს კომპიუტერები გადასცეს. 

დაჯილდოვება პროექტ „ჩემი პირველი კომპიუტერის“, ფარგლებში მოეწყო. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203