წიგნიერების დღესასწაული ბათუმის N20 საჯარო სკოლაში
16-02-2024
ბათუმის N20 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და მოტივირებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს, რომლებიც მათ საინტერესო აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ. 

ეს ყველაფერი კი მოსწავლეთა მონდომებასა და სწავლის მიმართ ინტერესზეც აისახება. ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეები აქციაში - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ დიდი მონდომებით ჩაერთნენ და წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ასე აღნიშნეს. 

მათ პირველი კლასის მოსწავლეებიც გამოიწვიეს, რომლებმაც ეს გამოწვევა სიხარულით მიიღეს და აქტივობაში - „წაიკითხე ჩემი წიგნი“ ჩაერთნენ. თითოეულმა მოსწავლემ დრო ნაყოფოერად და სასიამოვნოდ გაატარა. მათ წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მესამეკლასელებმა პატარებს ზღაპარი - „ვარდისფერი თოვლი“ წაუკითხეს, ბუკლეტები გადასცეს და აქტივობები განახორციელეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203