ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმატება მასშტაბურ პროექტში
21-02-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობებში ენთუზიაზმით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები - თეკლა გავაშელიშვილი და ნინო ბასილაძე. ისინი პროექტში - „მომავალი პროფესიები, მომავალი თაობისთვის“ წარმატებით მონაწილეობდნენ.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კონკურსის ფარგლებში, „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ - განხორციელდა პროექტი „მომავალი პროფესიები, მომავალი თაობისთვის“, რაც გულისხმობდა ქალაქ ქუთაისის თორმეტი საჯარო სკოლის მოსწავლეთა გადამზადებას 5 ციფრულ მიმართულებაში - გრაფიკული დიზაინი, „მოუშენ“ დიზაინი, 3D გრაფიკა, ვიდეო მონტაჟი, Front-end დეველოპმენტი. სწორედ აღნიშნულ მოსწავლეებს შორის იყვნენ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

მათ წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცათ, ხოლო პროექტის ორგანიზატორებმა კი მოსწავლეს - თეკლა გავაშელიშვილს საჩუქრად დაწესებული ჯილდო - მონიტორი გადასცეს.

სკოლა მოსწავლეებს აღნიშნულ წარმატებას ულოცავს და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203