„ჩემი ქალაქის აეროპორტი“ - ქუთაისის N32 სკოლის მოსწავლეებმა ტექნოლოგიების გაკვეთილებზე საინტერესო პროექტი განახორციელეს
21-02-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კომპიუტერული უნარ-ჩვევების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ამჯერად, სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი რუსუდან ხობუა), კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე Minecraft Education Editing-ში, საგნის პედაგოგ ზურა ხაკიანის ხელმძღვანელობით პროექტი - „ჩემი ქალაქის აეროპორტი“ განახორციელეს.

პროექტი, როგორც გვიყვებიან, საგნობრივი სტანდარტიდან გამომდინარე მიმდინარეობდა.

პროექტის ბოლოს მოსწავლეებმა დირექცია მიიწვიეს და მოაწყვეს თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია. მოწვეულმა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევრები და წარმატებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203