ქუთაისის N32 სკოლის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის ომის ჟურნალისტს უმასპინძლეს
21-02-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში ჟურნალისტსა და მწერალს ლია ხარაბაძეს უმასპინძლეს. ლია ხარაბაძე აფხაზეთის ომში თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. სწორედ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე, საკუთარი თვალით ნანახ მოვლენებზე ესაუბრა სტუმარი ახალგაზრდებს და მოსწავლეთა დიდი ინტერესიც გამოიწვია. 

გარდამავალი პერიოდის, ომის თვითმხილველი ჟურნალისტისა და მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეების შეხვედრა პროექტის - „ტრანზიციაში დაკარგულები - ცვლილებების ახალი პერსპექტივები“ შედგა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ლია ხარაბაძემ საინტერესოდ ისაუბრა საბჭოთა პერიოდისა და გარდამავალი პერიოდის ჟურნალისტიკის თავისებურებებზე.

მოსწავლეებში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია თვითმხილველის ნაამბობმა, რომელიც უკავშირდებოდა თავისი, როგორც მოხალისე ჟურნალისტის საქმიანობას აფხაზეთის ომში. მან აუდიტორიას წარუდგინა ომთან დაკავშირებული თავისი პირველი ჩანაწერები, დღიურები.

შეხვედრის დასკვნით ეტაპზე გაიმართა დისკუსია.

შეხვედრის ბოლოს სტუმარმა სკოლას საჩუქრად გადასცა თავისი ავტორობით გამოცემული წიგნი - „ომის დღიურები“. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203