„სკოლა ამაყობს თქვენით“ - ფშაველის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი მედლები გადაეცათ
16-02-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორის არიან - რატი ზათიაშვილი, ნინო ბორშოიძე, თეონა ჩაველაშვილი და ქეთევან წიქარაძე.

წარჩინებული კურსდამთავრებულები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კუთვნილი მედლებით დააჯილდოვა. 

მედალოსნები ამჟამად წარმატებული სტუდენტები არიან და სასურველ პროფესიას უმაღლეს სასწავლებლებში ეუფლებიან. 

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ. 

„ფშაველის საჯარო სკოლა ამაყობს თქვენით. ჩვენი სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებული ოქროს და ვერცხლისმედალოსნები - რატი ზათიაშვილი, ნინო ბორშოიძე, თეონა ჩაველაშვილი და ქეთევან წიქარაძე ამჟამად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარჩინებული სტუდენტები არიან. სკოლა უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს როგორც პირად ისე საზოგადო საქმიანობაში. ასევე მათ მაგალითზე სკოლას სურს ყოველი მოსწავლე მათსავით წარმატებული იყოს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203