ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მარიამ ბუაძემ და ილია გოგნაძემ ჭადრაკის საქალაქო ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს
16-02-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევებს დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. მათ შორის არიან პატარა მოჭადრაკეები - V კლასის მოსწავლე მარიამ ბუაძე და lll კლასის მოსწავლე ილია გოგნაძე. 

V კლასის მოსწავლე მარიამ ბუაძემ (მწვრთნელი - ბექა ხაჭაპურიძე, დამრიგებელი - შორენა ბუიღლიშვილი) ინტელექტუალური უნარები საქალაქო ჩემპიონატზე წარმოაჩინა.

ქალაქის ჩემპიონატი ჭადრაკში ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. მარიამ ბუაძემ ტურნირში 12-წლამდე მოჭადრაკეთა შორის წარმატებით იასპარეზა და დაიკავა პირველი ადგილი. მარიამს დიპლომი, მედალი და თასი გადაეცა.

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ სკოლის სახელით მარიამს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომშიც წინსვლასა და გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ასევე, ტყიბულის საჭადრაკო კლუბში გამართულ საქალაქო ჩემპიონატში ტყიბულის N6 საჯარო სკოლის lll კლასის მოსწავლე ილია გოგნაძემ მოიპოვა წარმატება. 

მესამეკლასელმა ტურნირში 10 წლამდე მოჭადრაკეთა შორის იასპარეზა და დაიკავა პირველი ადგილი (მწვრთნელი - ბექა ხაჭაპურიძე, დამრიგებელი - მარიტა ბრეგაძე). ილია ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის დაჯილდოვდა დიპლომით, მედლითა და თასით.

„ვულოცავთ სკოლის სახელით ილიას ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომშიც წინსვლასა და გამარჯვებას!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203