ხორშის საჯარო სკოლაში, მაგიდის ჩოგბურთში შეჯიბრება გაიმართა
16-02-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლაში მოსწავლეების სპორტით დაინტერესებასა და მათში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამჯერად, სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში შეჯიბრება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები საბრძოლო შემართებითა და ხალისით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს, ერთმანეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუზიარეს და საბოლოოდ  I,II,III ადგილების მფლობელებიც გამოვლინდნენ. 

ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

I ადგილი -  დიმა პარკაია;
II ადგილი - მარიამ გვასალია;
III ადგილი - ანი გვასალია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამარჯვებულები სერტიფიკატებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მასწავლებელი ნანა მიქაბერიძე ხელმძღვანელობდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203