ასურეთის საჯარო სკოლაში ტრადიციული საჭადრაკო ტურნირი გაიმართა 
16-02-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური უნარების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლაში 22 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით გაიმართა ტრადიციული შიდასასკოლო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეთა ანალიტიკური და ლოგიკური უნარების განვითარება.

შეჯიბრებას  ორგანიზება გაუწია ჭადრაკის მასწავლებელმა - ნელი თომაძემ და შარშანდელი ტურნირის გამარჯვებულმა ვახტანგ გორგასლიძემ (მე-12 კლ.). მან საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებთან ერთდროული თამაშის სეანსიც გამართა.

ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით გამოვლენილ გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცათ სიგელები და პრიზები. სკოლის „დიდოსტატის“ წოდება მე-11 კლასის მოსწავლე ნინი მაცაბერიძემ მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203