ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვალით დანახული ცნობილი მხატვრების ნამუშევრები
20-02-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, აქტივობა მოიცავდა ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ფოტოების მეშვეობით „გაცოცხლებას“. 

მოსწავლის - ზურა ლაგაძის ინსპირაციის წყარო ნიკო ფიროსმანის „მეთევზე წითელი პერანგით“ გახდა. მან ნახატზე გამოსახული პერსონაჟის ხასიათი, როლი და შინაგანი მდგომარეობა გაითავისა, მის მიხედვით შეიმოსა და აღნიშნული ნამუშევრის მსგავსი ფოტო გადაიღო. მოსწავლემ - ანა ჩაკვეტაძემ კი იან ვერმეერის ცნობილი ნამუშევარი „გოგონა მარგალიტის საყურით“ „გააცოცხლა“. მან, ფოტოს გადაღებისას პერსონაჟის თითოეული მახასიათებელი, დეტალი ყურადღებით შეისწავლა, ეცადე და მის ხასიათს მოერგო, შემდგომ კი შთამბეჭდავი ფოტო გადაიღო. 

აქტივობა სახალისო, შემოქმედებითი და საინტერესო იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს საჭირო ცოდნასა და ახალ უნარებს სძენს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203