ცაგერის საჯარო სკოლა მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის სასწავლო-შემეცნებით პროექტებსა და ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობს
16-02-2024
ცაგერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე, განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და წარმატებულ მომავალზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

შედეგად, ნიჭიერი, მონდომებული და მიზანდასახული მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობაში ერთვებიან. 

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლას მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის სასწავლო-შემეცნებით პროექტებსა და ღონისძიებებში მუდმივი აქტიურობისა და მონაწილეობისთვის, სოციალურ ქსელში ბელა საღინაძე მადლობას უხდის.

ჩვენ მადლობის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

„მადლობა ამ ყოჩაღ ბავშვებს, მშობლებს, პედაგოგებს. განსაკუთრებული მადლობა ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლას, მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის სასწავლო-შემეცნებით პროექტებსა და ღონისძიებებში მუდმივი აქტიურობისა და მონაწილეობისთვის!
მომავალი თაობის სწორად სწავლა-აღზრდისა და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში - დიახ, წიგნია შეუფასებელი გზამკვლევი და მეგზური! ბიბლიოთეკა კვლავ თქვენს სამსახურშია“,- ვკითხულობთ პოსტში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203