„ვგმობთ კიბერბულინგს!“ - ალპანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და საინტერესო პრეზენტაცია
16-02-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი დრო ეთმობა. ამჯერად, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლისა და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ყურადღება კიბერბულინგს დაეთმო. 

„ვგმობთ კიბერბულინგს! ფრთხილად ნუ ვიქნებით კიბერბულინგის მსხვერპლი!“- ამ სლოგანით ალპანის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა საინფორმაციო ტექნოლოგიების გაკვეთილებზე (მასწავლებელი ფატიმა ლეშკაშელი) მოამზადეს პრეზენტაცია. მეექვსეკლასელებმა სკოლაში წარადგინეს მრავალფეროვანი ინფორმაცია კიბერბულინგის ნიშნების, პრევენციის, თავდაცვის გზების, არსებული კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ამავე სკოლის მეშვიდეკლასელებს გაუზიარეს. ასევე, გაიმართა მცირე დისკუსია.

სკოლაში პრეზენტატორებს - მეექვსე კლასის მოსწავლეებს საინტერესო ინფორმაციისთვის მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203