ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ესეების კონკურსში
16-02-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ისე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. მოწაფეები მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში და წარმატებასაც აღწევენ. 

ამჯერად, სკოლაში მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეების - მარიამ გელაშვილის, საბა ქიმერიძის, ლუკა გაჩეჩილაძისა და ნოდარი გაჩეჩილაძის წარმატებას აღნიშნავენ. 

მოსწავლეებმა ცოდნა და უნარები ესეების კონკურსში წარმოაჩინეს. 

სკოლის დირექცია მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს. 

„ზიკილიის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს - მარიამ გელაშვილს, საბა ქიმერიძეს, ლუკა გაჩეჩილაძესა და ნოდარი გაჩეჩილაძეს, ვაჟა ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლის მიერ გამოცხადებულ  ესეების კონკურსში  წარმატებით მონაწილეობას,  რომელიც ეძღვნებოდა ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლის დაარსებიდან 75 წლის იუბილეს. 

ასევე სკოლა მადლობას უხდის და ულოცავს მოსწავლეთა წარმატებას სკოლის ქართული ენასა და ლიტერატურის მასწავლებელს მანანა სუხიაშვილს“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203