ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ინოვაციური სასკოლო ჰაბი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია 
19-02-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს სასკოლო ჰაბი „ჩვენ გვაერთიანებს ისტორია“. მისი წევრები არაერთ საინტერესო მასშტაბურ პროექტსა და აქტივობაში ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ. 

ამჯერად, სკოლა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიცირებული საგრანტო კონკურსში მონაწილეობდა. კონკურსში, სკოლის ბაზაზე დაფუძნებულმა ინოვაციურმა სასკოლო ჰაბმა: „ჩვენ გვაერთიანებს ისტორია“, რომლის დამფუძნებელი თეა გაგუა გახლავთ, გაიმარჯვა.

ჰაბი მოგებული გრანტით საინტერესო საქიამობას აქტიურად გააგრძელებს. 

კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განყოფილებამ სასკოლო კლუბების ინიციატივების კონკურსი 2023 წელს გამოაცხადა. ის 3 ეტაპს მოიცავდა:

  • სააპლიკაციო განაცხადის და პროექტების შეფასება, გადარჩევა;
  • მეორე ეტაპზე გადასული შერჩეული პროექტების პრეზენტაცია, გასაუბრება;
  • გამარჯვებული პროექტების, კლუბების გამოვლენა ( გრანტის მინიჭებით).

„ვულოცავთ ინოვაციურ ჰაბს ამ დიდ გამარჯვებას. მადლობას ვუხდით ქალაქის მერიის კულტურის სამსახურს ღირსეული შეფასებისთვის და მხარდაჭერისთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203