„ვინ უკეთ“ - ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VII კლასში ვიქტორინა-კონკურსი ჩატარდა
16-02-2024

„სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ვიქტორინა-კონკურსები, ინტელექტუალური თამაშები“, - აღნიშნავენ ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, სადაც სწორედ აღნიშნული მიზნით, VII კლასში (დამრიგებელი მირანდა სოფრომაძე) ჩატარდა ვიქტორინა-კონკურსი - „ვინ უკეთ“.

ვიქტორინაზე გუნდი ორ ჯგუფად გაიყო. მომზადდა კითხვები, როლური გათამაშება და შეივსო კროსვორდები.

აქტივობის ინიციატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დოდო ქათამაძე.

ყველა გუნდს საკუთარი ფორმა და ემბლემა ჰქონდა. მოსწავლეთა მიერ შერჩეულმა ჟიურიმ პირველი ადგილი მიაკუთვნა N1 გუნდს, სახელწოდებით - „რია რია“, რომლის ლიდერიც ნანა რაზმაძე გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში გარდა მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნისა, მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203